სანდრო ტონალი და ნიკოლა ძანიოლო ფსონების განთავსებაში ეჭვმიტანილები არიან - ორივე მათგანმა იტალიის ნაკრები დატოვა

AutoSharing Option
14 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, იტალია მალტას მასპინძლობს, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაში "აძურის" ორი ნახევარმცველი, სანდრო ტონალი და ნიკოლო ძანიოლო, დააკლდება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ორივე მათგანი ფსონების განთავსებაშია ეჭვმიტანილი და პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ იმავე ბრალდებით საქმე იტალიის ნაკრების კიდევ ერთი ნახევარმცველის, ნიკოლო ფაჯოლის წინააღმდეგ აღიძრა.

გამოცემის ინფორმაციით, ტონალიმაც და ძანიოლომაც იტალიის ნაკრების ბაზა დატოვეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა გაღორებულია ხალხი მილიონერები არიან იციან რო აკრძალული აქვთ და მაინც რისკავენ ფუ თქვენი
ქართველი
01:03 14-10-2023
0
ჰოოდა ვიძახოთ ეხლა, ამ წუწურაქი ლავრენტიას გამო, ხვიჩა არ თამაშობს, ოსი არ თამაშობს, ნაპოლი არაა ძველი ნაპოლი და ა. შ.
მემგონია კონტემაც იმიტომ თქვა უარი, რომ ფსონებზე არ ვითამაშებოოო, გაიგეთ!
მალხაზ ჯობავა
13:16 13-10-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული