ტონალის "ნიუკასლში" ტრანსფერმა სამი რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
"ნიუკასლმა" "მილანიდან" 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ 23 წლის ნახევარმცველი სანდრო ტონალი შეიძინა, რის შედეგადაც სამი რეკორდი დამყარდა.

ახალგაზრდა შუახაზელი გახდა ყველაზე ძვირად ღირებული იტალიელი ფეხბურთელი. აქამდე ამ წოდებას ჟორჟინიო ისაკუთრებდა, რომელიც "ნაპოლიდან" "ჩელსიში" 57 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

ტონალი გახდა ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე, რომელიც "მილანმა" გაასხვისა. ამ წოდებას კაკა ატარებდა, რომელმაც 67 მილიონი ევროს სანაცვლოდ "რეალს" მიაშურა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამხელა თანხა "ნიუკასლს" ტრანსფერში არასდროს გადაუხდია. გასულ ზაფხულს "კაჭკაჭებმა" ალექსანდრ ისაკის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გაიღო, რაც მათი ყველა
დროის რეკორდი იყო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
23 წლის ყოფილა და U21-ზე ითამაშა. ცნობისთვის გიორგი ჩაკვეტაძეც 23 წლისაა! (იხ. ვიკიპედია: https://en.wikipedia.org/wiki/Giorgi_Chakvetadze)
ლაშა
13:51 04-07-2023
4

სიახლეები პოპულარული