"ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!" - ვინისიუსი "ვალენსიას" დასჯას ითხოვს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა ჟურნალისტებთან რასიზმის შესახებ ისაუბრა და ქალაქ ვალენსიაში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

"თუ რასიზმს მარტო შევებრძოლები, დავმარცხდები. მაგრამ როდესაც გვერდით ისეთი დიდი ადამიანები მიდგანან, როგორებიც ბრაზილიის პრეზიდენტი, უეფას პრეზიდენტი, მბაპე, ნეიმარი და რიო ფერდინანდი არიან, დისკრიმინაციასთან ბრძოლას აზრს იძენს.

შემიძლია გითხრათ, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ფეხბურთელები საკმარისზე მეტს ვაკეთებთ, ახლა პასუხისმგებლობა ჩემპიონატების მესვეურებმა უნდა აიღონ. მაგალითად, ვალენსიაში ადამიანთა ჯგუფი მოთამაშეებს შეურაცხყოფას აყენებს, მათი ქალაქის გუნდი მომდევნო მატჩებს ისე ატარებს, თითქოს არაფერი მომხდარა, ქულების ჩამოკლებაზეც კი საუბარი ზედმეტია,
ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს.

ვფიქრობ, ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ რასისტებს ღიად საუბრის შეეშინდეთ. მეტი ურთიერთგაგებაა საჭირო", - განაცხადა ვინისიუსმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

altვალენსიურმა გაზეთმა ვინისიუსი პინოქიოს ცხვირით გამოსახა - "რეალი" აღშფოთებულია [PHOTOS]

altვინისიუსი "რეალს" თვე-ნახევრის განმავლობაში ვერ დაეხმარება

altეს მორიგი სკანდალის დასაწყისია? - ირკვევა, რომ ვინისიუსი "ბარსელონას" დიდი ფანი ყოფილა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ დროს პირველი რასისტები თვითონ ზანგები არიან (((
კახაბერი
15:36 14-10-2023
1
ამ ზანგებმა, თავისი კომპლექსებით, ხომ ტვინი შეჭამეს, რა!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
15:32 14-10-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული