მორიგი გაქცევა - უკრაინული გუნდის ორი თანამშრომელი სამშობლოში არ დაბრუნდა

AutoSharing Option
ეს ამბავი სექტემბერში მოხდა და მხოლოდ ახლა გახმაურდა - "კრივბასის" ქალთა გუნდის ორი თანამშრომელი უკრაინაში არ დაბრუნდა.

კრივოი როგის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩები "პარიზთან" (1:4) და "ლინჩეპინგთან" (0:3) შვედეთში ჩაატარა, რის შემდეგაც კლუბის SMM-ის სპეციალისტი რომან ლოპატინი და ფოტოგრაფი რომან მედვედევი უგზო-უკვლოდ გაქრნენ, - ამის თაობაზე ინფორმაცია ჟურნალისტმა სერგეი ბოლოტნიკოვმა "იუთუბის არხით" (KDK) გაავრცელა.

"კრივბასმა" მომხდარი ინციდენტის შესახებ პოლიციას, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს მიმართა.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს რუსეთში გაიპარა "შახტარის" ახალგაზრდული გუნდის ნახევარმცველი ალეკსანდრ რასპუტკო.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
გემი იძირება და ვირთხები გარბიაან DD
zura222
01:29 17-10-2023
0
ქართველებს,თუ არ გადაწვდით ამაღამ არ დაგეძინებათ.
ტოტო
09:50 16-10-2023
3

სიახლეები პოპულარული