წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ფიორენტინას" თავკაცთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.
"ვიცი, რომ დე ლაურენტისმა კონტეს დათანხმება სცადა, თუმცა მოლაპარაკება ჩაიშალა. ამის შემდეგ აურელიომ ვინჩენცო იტალიანოსთან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ "ფიორენტინას" სპონსორებისგან შევიტყვე. მათ ფლორენციელებთან ახლო კავშირი აქვთ, ამიტომ მიმაჩნია, რომ ინფორმაცია სანდოა", - განაცხადა სიცილიანომ.
შეგახსენებთ, იტალიანო "ფიორენტინას" ჩაბარებამდე "სპეციას" წვრთნიდა.
დე ლაურენტისი: მადლობა ღმერთს, მწვრთნელად ეს ადამიანი არ დავნიშნე