"ამ სიტყვებით "ჰამასის" პროპაგანდა გაავრცელა!" - ფრანგმა ევროპარლამენტარმა ბენზემა გააკრიტიკა

AutoSharing Option
ფრანგმა ევროპარლამენტარმა ნადინ მორანომ დაგმო მადრიდის "რეალის" ყოფილი თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემას კომენტარები პალესტინის შესახებ.

მოგეხსენებათ, ვეტერანმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

"ვლოცულობ ღაზის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც კიდევ ერთხელ გახდნენ არასამართლიანი დაბომბვის მსხვერპლნი, რომელიც არც ქალებს ინდობს და არც ბავშვებს", - წერდა ბენზემა.

"ბენზემა ამ სიტყვებით გახდა "ჰამასის" პროპაგანდის გამავრცელებელი, რადგან "ჰამასს" სურს ისრაელის განადგურება არა მხოლოდ ფიზიკური მეთოდებით არამედ საერთაშორისო აზრზე ზემოქმედებით", - თქვა ევროპარლამენტარმა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ევროპული დემოკრატიაა ეგ, თუ მათთვის მისაღებს ამბობ და ლგბტ უჭერ მხარს ხარ ჰუმანური, თუ ომის და დაბომბვების წინააღმდეგი ხარ ჰამასის მხარდამჭერად გაცხადებენ, მეც სრულად თანავუგრძნობ პალესტინელ ხალხს ჰამასის მხარდაჭერი ვარ?
evroparlamentari
23:51 17-10-2023
38
ევროპარლამენტარები ან გონებაშეზღუდულები არიან, ან მიზანმიმართულად მიკერძოებულები. ღირაები არიან პალესტინელები იქნებოდა სწორი ნათქვამი? მეც ძალიან მეცოდებიან პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ასე განუკითხავად ჩახოცეს - ეს ახლა ჰამასის პროპაგანდის გავრცელებაა?
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული