ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ეს 2022 წლის მუნდიალზე ნაჩვენებმა თამაშმა და მოპოვებულმა მსოფლიო ჩემპიონობამ განაპირობა.
Diario Sport-ი ასევე გვამცნობს, რომ ქალებში "ოქროს ბურთს" ესპანეთისა და "ბარსელონას" ნაკრების მოთამაშე აიტანა ბონმატი დაისაკუთრებს. 2023 წელს მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი და ორივე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.