ნეიმარის ტრავმა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ურუგვაისთან მატჩისას ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის, ნეიმარის ტრავმა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა.

Globo-ს ცნობით, ნეიმარს მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგების გაწყვეტა და მენისკის დაზიანება დაუდგინდა და მინიმუმ ნახევარი წელი მოუწევს მკურნალობა. ასე რომ, "ალ ჰილალის" 31 წლის ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია.

ნეიმარს წელს ტრავმების გამო ოთხი თვე გაუცდა და მას შემდეგ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში, მან კარიერაში 39 ტრავმა მიიღო (29 პსჟ-ში) და 2.5 წელი მოუწია უქმობა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
არაბების სახე წარმომიდგენია, რამოდენიმე ასეული მილიონი თოფში ჩადეს და გაისროლეს. ისე ეს სამყარო რა არასწორად არის მოწყობილი, რაც ამის კოტრიალში ეხლა ფული უნდა გადაიხადონ ათი ათასობით საწყალ ადამიანს ცხოვრებას შეუცვლიდნენ
მამუკა
19 ოქტომბერი 2023 20:17
1
ვეთანხმები იმ აზრს, რომ სწორი ვარჯიშით ტრამვების ატანა აცილება უფრო ადვილია ორგანიზმისთვის. მაგრამ მეორეცაა. ადრეც ვწერდი, სუფთა ადვოკატი გამოვდივარ ნეიმარის:))). მსაჯები! ზოგადად თვლიან, რომ მყვინთავია. ამ დროს უამრავი ვიდეო, სადაც მსაჯი ხანდახან ყვითელსაც კი აძლევს სიმულიანტობისთვის, გამეორებებზე კი მოჩანს როგორ უმოწყალოდ ჩეხავენ. აი ასეთმა მიდგომამ, ჩემი 55-წლიანი სტაჟის გულშემატკივრის აზრით, მსაჯებმა ერთერთი უძლიერესი ფეხბურთელი, ულამაზესი ფეხბურთის მოთამაშე ნეიმარი დაღუპეს.
alexandre
19 ოქტომბერი 2023 13:37
0
საერთოდ ბრაზილიელები გართობის ხალხია! სამწუხაროდ ნეიმარმა ვარჯიშებს, რეჟიმებს და ფეხბურთის თამაშს, გართობა და დროს ტარება არჩია, ხოდა ამიტომაც არის, რო ხშირად იტრავმება. სხეული თუ არ დატვირთვე, განსაკუთრებით კუნთები, მითუმეტეს სპორცმენმა, ყოველთვის შედეგი სავავალო იქნება. მესიმ და როლანდომ რითი მიაღწიეს ასეთ ფანტასტიკურ შედეგებს? ვარჯიშით და სწორი მიდგომით! იმიტომაც არის, რო ასეთი ძლიერი ფეხბურთელების ორგანიზმი უძლებს ყველანაირ დატვირთვას! აი ეს ვერ გაითვალისწინა ნეიმარმა.
ძაან მეცოდება ნეიმარი.
19 ოქტომბერი 2023 12:29
4
აუ ტიპი სეზონში 30% არ თამაშობს.მაგრამ კლუბებისთვის და წვეულებებისთვის ბევრი დრო რჩება:)
kesha
19 ოქტომბერი 2023 10:17
3
Ise agprtovanebit wer gixaria gamodis neimaris travma...rasac tamashobs,pegburts eg alamazebs..da ara sxemebi da cxenivit 90 wuti sirbili ;)
L.J .
19 ოქტომბერი 2023 15:52
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული