ნეიმარის ტრავმა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ურუგვაისთან მატჩისას ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის, ნეიმარის ტრავმა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა.

Globo-ს ცნობით, ნეიმარს მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგების გაწყვეტა და მენისკის დაზიანება დაუდგინდა და მინიმუმ ნახევარი წელი მოუწევს მკურნალობა. ასე რომ, "ალ ჰილალის" 31 წლის ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია.

ნეიმარს წელს ტრავმების გამო ოთხი თვე გაუცდა და მას შემდეგ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში, მან კარიერაში 39 ტრავმა მიიღო (29 პსჟ-ში) და 2.5 წელი მოუწია უქმობა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
არაბების სახე წარმომიდგენია, რამოდენიმე ასეული მილიონი თოფში ჩადეს და გაისროლეს. ისე ეს სამყარო რა არასწორად არის მოწყობილი, რაც ამის კოტრიალში ეხლა ფული უნდა გადაიხადონ ათი ათასობით საწყალ ადამიანს ცხოვრებას შეუცვლიდნენ
მამუკა
20:17 19-10-2023
1
ვეთანხმები იმ აზრს, რომ სწორი ვარჯიშით ტრამვების ატანა აცილება უფრო ადვილია ორგანიზმისთვის. მაგრამ მეორეცაა. ადრეც ვწერდი, სუფთა ადვოკატი გამოვდივარ ნეიმარის:))). მსაჯები! ზოგადად თვლიან, რომ მყვინთავია. ამ დროს უამრავი ვიდეო, სადაც მსაჯი ხანდახან ყვითელსაც კი აძლევს სიმულიანტობისთვის, გამეორებებზე კი მოჩანს როგორ უმოწყალოდ ჩეხავენ. აი ასეთმა მიდგომამ, ჩემი 55-წლიანი სტაჟის გულშემატკივრის აზრით, მსაჯებმა ერთერთი უძლიერესი ფეხბურთელი, ულამაზესი ფეხბურთის მოთამაშე ნეიმარი დაღუპეს.
alexandre
13:37 19-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული