"იუვენტუსი" ზელინსკის დამატებისთვის იბრძვის

AutoSharing Option
"იუვენტუსი" ზაფხულში "ნაპოლის" ნახევარმცველის, პიოტრ ზელინსკის დამატებას ეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა La Gazetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბიანკონერი" პოლონელ ფეხბურთელს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და მოთამაშესთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს.

ტრანსფერის შანსს ზრდის ისიც, რომ ზელინსკის "ნაპოლისთან" მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეებმა ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.

გამოცემის ინფორმაციით, ტრანსფერის ინიციატორი "პარტენოპეის" ყოფილი და ამჟამად "ბებერი ქალბატონის" სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლია, ეს უკანასკნელი პიერ-ემილ ჰოიბიერგის (ტოტენჰემი), ლაზარ სამარჯიჩის (უდინეზე) და როდრიგო
დე პაულის (ატლეტიკო) შეძენის ვარიანტებსაც განიხილავს.

alt"ხვიჩა რამდენჯერმე არც კი შეიმჩნია" - "ნაპოლის" ქომაგებმა ჟელინსკი მკაცრად გააკრიტიკეს

alt"გასახდელში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ" - რა თქვა ჟელინსკიმ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული