"ნაპოლის" "ვერონასთან" მატჩში 3 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება

AutoSharing Option
21 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში "ნაპოლი" "ვერონას" ესტუმრება. "პარტენოპეის" რიგებში დღევანდელ მატჩს ვიქტორ ოსიმენი, ფრანკ ზამბო-ანგისა და ხუან ჟესუსი გამოტოვებენ.

Calcionapoli-ს ცნობით, ნიგერიელი თავდამსმელის ადგილს ჯოვანი სიმეონე დაიკავებს, დაცვის ცენტრს ოსტიგორისა და რაჰმანის დუეტი გაამაგრებს, ანგისას კი კაიუსტე ჩაანაცვლებს.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ჟესუსსა და ანგისას ტრავმა სერიოზული არ არის, ოსიმენმა კი ნიგერიის ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო შესაძლოა ერთ თვეზე მეტი გამოტოვოს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხვიჩა უფრო თავისუფლად ითამაშებს :)
ზურა
18:50 21-10-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული