რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ ჟურნალისტებთან მისი და არიენ რობენის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, ფრანგი და ნიდერლანდელი დიდი ხნის განმავლობაში მიუნხენის "ბაიერნში" შესანიშნავ დუეტს ქმნიდნენ.

რიბერის აზრით, ის და რობენი ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოზე უკეთესები იყვნენ.

"ჩემი აზრით, მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით, თუმცა ისინი "ელ კლასიკოში" თამაშობდნენ, ეს მათი უპირატესობა იყო, რადგან მსოფლიოს ყურადღება ამ მატჩისკენ იყო მიმართული. დიახ, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ცოტათი დაუფასებლები ვართ", - განაცხადა რიბერიმ.

რიბერი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2007/2019 წლებში იცავდა, ამ პერიოდის
განმავლობაში ფრანგმა გარემარბმა მიუნხენელთა მაისურით 273 მატჩში 86 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება რობენს, ნიდერლანდელი "ბაიერნის" მაისურით 2009/2019 წლებში ასპარეზობდა და 201 შეხვედრაში თავი 99 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altრიბერი "ბაიერნში" დაბრუნებასთან ახლოსაა

altრიბერიმ კარიერის დასრულება გვაუწყა, მაგრამ ფეხბურთში რჩება

altფრანგულ გუნდებს მის დამატებას ვთავაზობდი, მაგრამ არც კი მომისმინეს, რიბერის ძალიან ჰგავს - ვილი სანიოლი ხვიჩაზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 9 /
შენ და რობენი კი არა ვინც მართლა ყველაფერი მოიგო და ფეხბურთის მაქსიმუმს მიაღწია, ისინი არ დააფასეს ... ჩავი და ინიესტა.. ამათზე დიდი წარმატებისთვის არავის მიუღწევია და ამათზე დიდი ფეხბურთი არავის არ უთამაშია... თავჩაღუნული მესი ხშირად ახოვს ხალხს გადამწყვეტ თამაშებში თუნდაც ჩელსისთან ინიესტას საოცარი თამაში.. რამდენი იყო ეგეთი.. ესპანეთის ნაკრების ტრიუმფი.. ევროპა-მსოფლიო-ევროპა!
Vito
26 ნოემბერი 2023 17:58
0
რა ვიზუალიც გაქვს ამართლებ )))
ფეხბურთი
29 ოქტომბერი 2023 20:42
0
ისინი რომ ელ კლასიკოში თამაშობდნენ და არა აუსბურგთან და უნტერჰაჰინგთან მინიმუმ მაგით გჯობდნენ :)
???
28 ოქტომბერი 2023 01:36
0
მართლა თუ ასე ფიქრობს,რეალობის შეგრძნება დაუკარგავს...
ბრაზი
27 ოქტომბერი 2023 19:50
0
მესი და რონალდო ერთდროულად რომ არ ყოფილიყვნენ,ალბათ ამათაც ექნებოდათ, ოქროს ბურთის შანსი,მაგრამ ორივე ერთდროულად თამაშობდა და არც არავინ გაუშვეს, მათზე წინ.
სოსო
27 ოქტომბერი 2023 18:57
0
ცოტა უფრო უკეთესად რომ გეთამაშა 2010 ფინალში მესიზე ადრე იქნებოდი მსოფლიოს ჩემპიონი. უდავოდ კარგი დუეტი იყო, მაგრამ და მესიმ და რონალდომ შექმნეს ეპოქა. ერთად რომ ეთამაშათ მერე გენახათ დუეტი.
ქომაგი
27 ოქტომბერი 2023 16:58
1
ოღონდაცა რაა../ :)))
ისე მაგრები კი იყავით.
Irakli Apkhaidze
27 ოქტომბერი 2023 16:36
1
ბოლომდე ალბათ ვერ დავეთანხმებით,მაგრამ ორივე რომ იმსახურებდა ზოგადად თითოჯერ ოქროს ბურთს ეს ნაღდია.თუმცა ისიცაა რომ ამათ გარდა სხვებიც იმსახურებდნენ,მაგრამ ორი მონსტრის ეპოქაში მოუწიათ თამაში.თანაც ორივე ტრავმებისკენ მიდრეკილები იყვნენ,განსაკუთრებით რობენი.
Master
27 ოქტომბერი 2023 16:33
1
ისინი მონსტრები კი იყვნენ, მაგრამ მარკეტინგის ინდუსტრიამაც მაგრად იმუშავა. 17 წლის განმავლობაში, 15 წელი იღებდნენ ოქროს ბურთებს, რაც მეტისმეტი იყო. ლევა, რიბერი, რობენი, იბრა, ხავი ან ინიესტა, ერთხელ არ იმსახურებდნენ საუკეთესოს წოდებას?
ციციკორე
28 ოქტომბერი 2023 11:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული