"ნაპოლიდან" ყველაზე დიდ რეგრესს ეს ფეხბურთელი განიცდის, იტანჯება..." - ვიერიმ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. იტალიელის თქმით, ოსიმენის არყოფნა გუნდზე გარკვეულწილად დადებითად აისახება, კვარაცხელია კი კარგ ფორმაში იმყოფება.

ვიერიმ აღნიშნა, რომ გასულ წელს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სტანისლავ ლობოტკა იყო, თუმცა სლოვაკი ამჟამად საუკეთესო ფორმისგან შორსაა.

"ოსიმენის გარეშე "ნაპოლი" უფრო მეტად იბრძვის. კვარაცხელია კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა, თუმცა ეს ის გუნდი აღარ არის, რაც შარშან ვნახეთ.

გასაგებია, რომ "ვერონასთან" გამარჯვების მოპოვება არ უჭირთ, რადგან იტალიურ გუნდებს შორის სათამაშო კლასში უდიდესი სხვაობაა. ვფიქრობ, ყველაზე დიდ რეგრესს ლობოტკა განიცდის,
სლოვაკი გასულ წელს ნამდვილი ოსტატი იყო, თუმცა წელს იტანჯება", - განაცხადა ვიერიმ.

altვიერი: განმაცვიფრა "კვარამ" - მისგან იტალიაში ამას არავინ ელოდა

alt"თუ კვარაცხელია "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, მაშინ..." - კრისტიან ვიერი შესაძლო სცენარზე საუბრობს

altვიერი: "ინტერი" სერია A-ს საუკეთესო გუნდია

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვიერი მართალია, ლობოტკა შარშან ნაპოლია წარმატების ერთერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო., ძირითადი კაცი მოედნის ცენტრში. წელს ფორმიდან არის ამოვარდნილი და შარშანდელი ლობოტკას აჩრდილია. ზოგადად მაღალი მიზნებისათვის საბრძოლველად ნაპოლის დაცვის ცენტრის და ნახევარდაცვის გაძლიერება სჭირდება. იმედია ლობოტკა ფორმას დაიბრუნებს, და ზაფხულში ხეირიან ცენტრალურ მცველსაც შეიძენენ.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული