ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
"აიაქსს" ჯონ ვან სხიპი უთავკაცებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჰოლანდიურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

ვან სხიპმა ამსტერდამელებთან ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი "აიაქსის" ღირსებას 1981/1992 წლებში იცავდა.

რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, ვან სხიპი სხვადასხვა დროს "ტვენტეს", "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდს, "მელბურნსა" და "ზვოლეს" წვრთნიდა, ბოლოს კი საბერძნეთის ნაკრებს (2019/2021 წლები) თავკაცობდა.

შეგახსენებთ, "აიაქსი" ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 5 ქულით ბოლო, მე-18 ადგილს იკავებს.

alt"აიაქსის" კოშმარი გრძელდება - მავნებლობა მიქაუტაძის მიმართ და ლოზანოს ჰეთ-თრიკი

მკითხველის კომენტარები / 7 /
არიქა ემანდ ბრობის არც ამან აწყენინოს.იმაიაქსს რა ვუთხარი სადაც მთავარი იმედები თავდასხმაში ბრობიზე მყარდება.დააყენეთ მის ადგილზე მიქაუტაძე და ნახავთ შედეგს...სულ გაუბერეს ამ ბოლოდროს ჰოლანდიელებმა ფეხბურთში...
Master
19:13 30-10-2023
0
ვინ არის მიქაუტაძის აგენტი რომ ერთი კარგად ვჟეჟო რააა!! როგორ გაწირეს ეს ბიჭი!!!!
NAPOLI!
17:43 30-10-2023
2

სიახლეები პოპულარული