მესიმ "ოქროს ბურთი" მერვედ მოიპოვა - ყველა ნომინანტი დასახელდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის თეატრ "შატლეში" "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, "ფრანს ფუტბოლის" მთავარი ჯილდო კარიერაში მერვედ არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონმა ლეო მესიმ მიიღო.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი/რეალი) დაასახელეს.

საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აიტანა ბონმატი (ბარსელონა) აღიარეს, ხოლო ქალთა საუკეთესო გუნდად - "ბარსელონა".

საუკეთესო მეკარედ ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა) მიიჩნიეს.

წლის ბომბარდირის პრიზით ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) დააჯილდოვეს.

საუკეთესო კლუბად ზედიზედ მეორედ "მანჩესტერ სიტი" დასახელდა.

ჰუმანიტარულ მოღვაწეობაში შეტანილი წვლილისთვის ვინისიუსს (რეალი) სოკრატესის პრემია გადაეცა.

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნომინანტთა
სიაში მე-17 ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ესეც ცოტაა მესისთვის მინიმუმ წესით კიდევ მეტი უნდა ქონდეს.
rigiti.
31 ოქტომბერი 2023 04:38
5
ერთხელ, ორჯერ, სამჯერ……..რვაჯეეეერ !!! სამი წლის შემდეგ ეგებ მეცხრეეეც !!!!
მდააა
31 ოქტომბერი 2023 02:07
3
ჰუმანიტარულ მოღვაწეობაში შეტანილი წვლილისთვის ვინისიუსს (რეალი) სოკრატესის პრემია გადაეცა

რატომ ღმერთი არ გაიცინებს :)))))))

ეგ პროვოკატორი ნაბ.......
ვინი პუხ
31 ოქტომბერი 2023 01:53
8
ვინისიუსს ხშირად პროვოკაციული და თავხედური ქცევები ახასიათებს, თუმცა ამ პრემიასთან ეს კავშირში არ არის, ძალიან კარგი საქველმოქმედო ფონდი აქვს ბრაზილიელი ბავშვებისთვის და სტადიონს მიღმა კარგ საქმეს აკეთებს. ყველაფერს ტელევიზორში ნანახით და პირადი სიმპატია/ანტიპატიით ნუ განსჯით.
დავითი
31 ოქტომბერი 2023 09:59
1
შენ ეტყობა ყველა სპორტსმენი იცი ვინ რა ჰუმანიტარულ მისიებში მოღვაწეობს და იქნებ ჩვენც გაგვიზიარო, პიტაჩოკ!!!
ვინიპუხს
31 ოქტომბერი 2023 03:37
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული