ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
პარიზში, თეატრ "შატლეში", "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი გაიმართება. "ფრანს ფუტბოლის" პრიზი, დიდი ალბათობით, მერვედ გადაეცემა ლეო მესის.

30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი იყვნენ დასახელებული, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნეაპოლური კლუბის ორი წარმომადგენელია პრეტენდენტთა შორის.

საბოლოოდ კვარაცხელიამ ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა. ცნობილი გახდა, რომ მე-16 პოზიცია ქარიმ ბენზემას (ალ იტიჰადი) ერგო, მე-18 - ჯუდ ბელინგემს (რეალი), მე-19 - ჰარი კეინს (ბაიერნი), ხოლო მე-20 - ლაუტარო მარტინესს (ინტერი).

აქამდე
ქართველი ფეხბურთელებიდან ექვსი მოხვდა "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის:

1961 წელი - მიხეილ მესხი (მე-17 ადგილი), სლავა მეტრეველი (23)
1965 წელი - სლავა მეტრეველი (17)
1968 წელი - მურთაზ ხურცილავა (24)
1972 წელი - მურთაზ ხურცილავა (11)
1981 წელი - რამაზ შენგელია (7), ალექსანდრე ჩივაძე (8), დავით ყიფიანი (11)

მკითხველის კომენტარები / 12 /
მართალი ხარ ტალახაძემ ისტორია დაწერა და ეპოქა შექმნა იქ სადაც ჩვენ მაინცადამაინც წამყვანები არ ვიყავით. . ხვიჩა ამ ისტორიას ვერანაირად ვერ დაწერს იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ეროვნულ ნაკრებში სუპერსუსტი თანაგუნდელები ყავს. . .ის იმ დიდი ფეხბურთელების კოჰორტაში ჩაეწერება,რომლებიც ისტორიას მხოლოდ სტატისტიკაში გამოადგება. . . ნაკრებში როცა არაფერი იქ . . . მაგრამ ხვიჩამ თუ ლიდერის თვისებები არ გამოიჩინა დაიჩაგრება უეჭველად. . . აი მესი იყო ეგრე მთელი წლები და როცა დიდმა დიეგომ ზუსტად მაგაზე მიუთითა მერე გახდა ლიდერი და ჩემპიონიც. . . როცა მესი მწვრთნელს და ფეხბურთელებს უნდა უჩმახებდეს,ის მაგ დროს ფლეისთეიშენს თამაშობსო. . . ხოდა ბოლო მსოფლიოზე მესი იყო ლიდერი.უხეშობდა კიდეც ბლატაობდა კიდეც აფერისტი და კიდეც და მტაცებლობდა კიდეც. . . და აწია კიდეც ნიკეს თასი.აი ეს თვისება არ აქვს ხვიჩას და თანამედროვე სამყაროში გადაჭარბებული თავმდაბლობა თვითმკველობის ტოლფასია
Napoleoni
12:00 31-10-2023
6
ხვიჩას კაცობა,ვაჟკაცობა იმაშია,რომ არავის არ ბაძავს,არავის არ ეჯიბრება,ის თვითონ არის,თვითმყოფადია,უყვარს ფეხბურთი,უნდა ფეხბურთის თამაში და ისიც თამაშობს.
მავანთ თუ სურს,რომ ვინმეს შეადარონ ეს მათი საქმეა.
ხვიჩა თამაშობს ძალიან ლამაზ,მიმზიდველ ფეხბურთს,რომელიც 74 წლის კაცს ღამეებს მათენებინებს,რომ მის თამაშს უყურო.
კიდევ რა უნდა ვთქვა ხვიჩაზე?ის თავმდაბალია,რომლის გამოც ფეხბურთის კარგად მოთამაშე სხვა ფეხბურთელებზე,მაგრამ ქედმაღლებზე ასი თავით მაღლა დგას,ამიტომაც უყვართ ხვიჩა,უყვარს ის თავის მეტოქეებსაც კი და პატივს ცემენ მას,ამის მაგალითია,სხვა მაგალითთა შორის ახლახან ნაპოლი მილანის მატჩის დამთავრების შემდეგ კალაბრიას მისვლა ხვიჩასთან და ჩახუტება,მე ვიტყოდი მოფერება და დაფასება,როგორც დიდი ფეხბურთელისა.
თერჯოლელი
11:17 31-10-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული