ხვიჩას ყოფილი თანაგუნდელი ზედმეტი ჭამის გამო შემადგენლობიდან გაიყვანეს [PHOTO]

AutoSharing Option
უყვარს სმა და უყვარს ჭამა, ცხელი ჰამბურგერები...

26 წლის ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე, რომელიც გასულ სეზონში იჯარის წესით ხვიჩა კვარაცხელიასთან "ნაპოლიში" თამაშობდა და ნეაპოლურმა კლუბმა მისი კონტრაქტი არ გამოისყიდა, "ტოტენჰემმა" სექტემბერში "გალათასარაიში" გაანათხოვრა.

თუმცა ნდომბელემ ჯერ სტამბოლურ გუნდში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 7 მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინა. თურქული Fotospor-ი იტყობინება, რომ მას ზედმეტი წონის პრობლემა აქვს და ამის გამო შემადგენლობიდან გამოიყვანეს.

Sportall.Ge

გამოცემის ცნობით, "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ (1:3) ნდომბელემ შუაღამით სასტუმროში ჰამბურგერი, კარტოფილი ფრი და "კოკა-კოლა" შეუკვეთა. ეს ამბავი გუნდის მწვრთნელმა
ოკან ბურუკმა გაიგო, ძალიან გაბრაზდა და თქვა, რომ იქამდე არ ათამაშებს, ვიდრე 75 კილოგრამამდე არ დაიკლებს.

აღნიშნულია, რომ ტანგის კლუბის ბაზაზე სპეციალურად მისთვის მომზადებულ საჭმელს აძლევენ, თუმცა ის სახლში დამატებით იკვებება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ ფოტოზე ნათლად სჩანს თუ რა დიდებული ადამიანი და რაოდენ გუნდური მოთამაშეა ხვიჩა.ნდომბელეს გატანილ გოლს ზეიმობს მთელი არსებით!კარგად მახსოვს ეს მომენტი.ბრავო ხვიჩა!!!ტანგის კი ყოველივე კარგი ვუსურვოთ,ის ჯერაც ახალგაზრდაა.
მაო
11:40 01-11-2023
2
ჭამაც არის და ჭამაც. მილიონერი კაცის ტვინი რომ ჰამბურგერის, ფრის და კოკა კოლას იქით ვერ წავა რა უნდა ელაპარაკო. გონებაში უჭირს ეტყობა და თორემ ჰამბურგერი და ფრი რომ ჯანმრთელი იყოს ან ადამიანს ანაყრებდეს… ზედ კოკა
კოლაც. წყალში უყრის გუნდს გადახდილ
ხელფასს.
ეჰ
11:23 01-11-2023
3

სიახლეები პოპულარული