"ვარჯიშზე ამის გამო სერიოზულად იჩხუბეს" - ობი მიკელმა დე ბრუინისა და ეტო'ოს დაპირისპირება გაიხსენა

AutoSharing Option
"ჩელსის" ყოფილმა ნახევარმცველმა ჯონ ობი მიკელმა სამუელ ეტო'ოსა და კევინ დე ბრუინის დაპირისპირება გაიხსენა. შეგახსენებთ, ეს ორი ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში ერთად 2013/14 წლებში თამაშობდა. ამ დროს მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იყო.

"იმ პერიოდში კევინი თავს დიდად არ იტვირთავდა, ვარჯიშის სურვილი საერთოდ არ ჰქონია. ყოველთვის თავდახრილი დადიოდა, გეგონებოდა, მთელ სამყაროზე იყო გაბრაზებული. ვფიქრობ, ამ ყველაფრის მიზეზად ძირითად შემადგენლობაში უთამაშებლობა გახლდათ. პატარა ბავშვს ჰგავდა, რომელთან თამაშიც არავის სურდა. 

ერთ დღეს ეტო'ომ გააკრიტიკა, რადგან იმ ძალისხმევით არ თამაშობდა, როგორც შეეძლო, რაზედაც ფეხბურთელებს შორის
სერიოზული, ხელჩართული ჩხუბი წავიდა" - გაიხსენა მიკელმა Daily Mail-თან ინტერვიუსას.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული