ნარკოკურიერობის გამო რუსეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილი მცველი, 42 წლის ალეკსეი ბუგაევი, ნარკოტიკების შენახვის და რეალიზაციის გამო დააკავეს, - ამის შესახებ ტელეგრამ-არხი Baza იტყობინება. მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

ბუგაევს 495 გრამი მეფედრონი აღმოუჩინეს და აღიარა, რომ ნარკოკურიერია. დაპატიმრების წინ მან ყუბანის აგრარული უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელთან მეფედრონი სამალავში მოათავსა.

ყოფილმა ფეხბურთელმა გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყო, "პარტნიორების" სახელები დაასახელა და თქვა, რომ თამაშისთვის თავის დანებების შემდეგ ფინანსური პრობლემები დაეწყო, ვალები დაედო და ამის გამო დაიწყო ნარკოტიკების რეალიზაცია.

ბუგაევის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა
ემუქრება.

ის "ტორპედოში", "ლოკომოტივსა" და "კრასნოდარში" თამაშობდა, რუსეთის სუპერთასის მფლობელი, ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი და ევრო 2004-ის მონაწილეა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
,,ველიკაია რას(ვინ)ია". )))))))))
მამუკა
11:59 02-11-2023
0
Chamigdeso xom ar idzaxis naxevar kiloze es shibla :)))
L.J .
21:56 01-11-2023
1

სიახლეები პოპულარული