რომის პაპი: მესი თუ მარადონა? მე მას ვირჩევ...

AutoSharing Option
რომის პაპ ფრანცისკეს დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის შესახებ დაუსვეს კითხვა, თუ რომელი მათგანი ერჩია. თუმცა, კათოლიკური ეკლესიის არგენტინელმა წინამძღვარმა სხვა ფეხბურთელი გამოარჩია.

"მესი თუ მარადონა? მე მესამეს დავასახელებდი - პელე. მარადონა დიადი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც ადამიანი, წარუმატებელი. საბრალო დიეგო ძალიან ძირს დაეშვა და ის ხალხი, ვინც მისით აღფრთოვანებული იყო, მას არ დაეხმარნენ. მარადონა ჩემთან სტუმრად იყო. ბოლოს ცხოვრება ისე დაასრულა, როგორც მისთვის დაწერილი გახლდათ. თითქოს ნიშანდობლივია, რომ ბევრი წარმატებული სპორტსმენი ცუდად ასრულებს.

მესი ძალიან სწორი ადამიანია, ჯენტლმენი, მაგრამ
ჩემთვის მთავარი ჯენტლმენი პელე იყო, ადამიანი, რომელსაც დიდი გული ჰქონდა. მას ერთხელ ბუენოს-აირესში შევხვდი, თვითმფრინავით ერთად ვიმგზავრეთ, ვისაუბრეთ. საოცარი პიროვნება გახლდათ.

დიეგოც, ლეოც და პელეც დიადი ფეხბურთელები არიან და თითოეული მათგანი გამორჩეული თავისებურადაა. მესი ახლა არის კარგი, პელე, კი ადრე იყო", - თქვა პაპმა RAI-სთან ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მარადონა როგორ მოეწონება ამათ არ უთხრა ჩამიღეთ ეგ ოქრი კედლებზე რომ გაქვთ და ათასობით ბავში იღუპება შიმშილით იმას დაეხმარეთო ...
1
რა ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ფეხბურთის წესები მსაჯობასთან დაკავშირებით კარდინალურად შეიცვალა. დღეს, რომ მესის ისე ვნმე ეთამაშოს, როგორც პელეს ეთამაშენ პორტუგალიელები 1966წ. რა მოხდება წარმოგიდგენიათ? (ვისაც არ გინახავთ აუცილებლად მოიძიეთ ეპიზოდი, სადაც მცველი, გამიზნულად, უკნიდან, სამჯერ ურტყამს ბრაზილიელს, პელე ორჯერ წამოდგომას ახერხებს, მესამე მცდელობამ დაასრულებინა ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში) პოლიცია შევარდება მინდორზე და ფეხბურთელს ხელბორკილს დაადებს (იმ დროს ყვითელი ბარათი არ არსებობდა}. ან გავიხსენოთ მარადონას წინააღმდეგ ჯენტილეს თამაში 1982 წელს, 15 მაქსიმუმ 20 წუთი თუ გაძლებდა იტალიელი მინდორზე დღევანდელი მსაჯობის პირობებში. და კიდევ ერთი, დააკვირდით თანამედროვე ფეხბურთელებს, ისინი აღარ იყენებენ წვივის დამცავ პლასმასის ფარებს, თვით ისეთი დრიბლინგზე ორიენტირებული ფეხბურთელი როგორიც ხვიჩაა მათ გარეშე თამაშობს.
ისე, ისიც საინტერესოა რამდენად ხელისშემშლელია ეს ტრამვისაგან დამცავი ატრიბუტი, განსაკუთრებით სწრწფი ტექნიკური ფეხბურთელისთვის. მახსოვს, ერთ-ერთი დაპირისპირებისას, როცა "დინამო" აგებდა, გაბრაზებულმა ვოვა გუცაევმა (მას თამაში არ მისდიოდა) მოისროლა ეს პლასმასები გვერდითი ხაზის იქით და მათ გარეშე გააგრძელა ასპარეზობა.
goga
14:14 04-11-2023
1

სიახლეები პოპულარული