აღნიშნულ ფაქტს "მარსელის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო გამოეხმაურა და ადგილობრივ მთავრობას კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდა.
"ქომაგებმა ასეთი ქმედებები უნდა შეწყვიტონ. ფაბიო გროსოს ვესაუბრე, მითხრა, რომ კინაღამ თვალი დაკარგა. საბედნიეროდ, ახლა კარგადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა კანონი უნდა გამკაცრდეს, რათა მსგავსი სიტუაცია თავიდან ავირიდოთ", - განაცხადა გატუზომ.
შეგახსენებთ, "მარსელსა" და "ლიონს" შორის გადადებული მატჩი 6 დეკემბერს გაიმართება.