ლიბერტადორესის თასის ფინალში "ფლუმინენსემ" "ბოკა ხუნიორსი" 2:1 დაამარცხა. შეხვედრა ძალიან საინტერესო, სანახაობრივი და უხეში გამოდგა.
პირველ ტაიმში 36-ე წუთზე ჯერმან კანომ "ფლუმინენსე" დააწინაურა, 72-ე წუთზე ლუის ადვინკულამ წონასწორობა აღადგინა, შეხვედრის ძირითადი 90 წუთეული ასე დასრულდა, გადამწყვეტი გოლი ჯონ კენედიმ 99-ე წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც მოედნის ფარგლები დატოვა და გულშემატკივართან ერთად აღნიშნა, რის გამოც მსაჯმა მოედნიდან გააძევა.
105+7 წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ამჯერად ფრანკ ფაბრა გააძევა, რომელმაც მოწინააღმდეგეს სახეში ხელი გამიზნულად მოარტყა.
საბოლოო ჯამში "ფლუმინენსე" კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულია.