"იუვენტუსი" დე პაულის შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
"იუვენტუსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე როდრიგო დე პაულის გადაბირებას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბიანკონერი" არგენტინელის აგენტთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს.

თავად მოთამაშე ამ სეზონში მიღებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა და სერია A-ში გადასვლაზე თანახმაა.

ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა "იუვენტუსი" ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულში შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული