რუნი: თანამედროვე ტექნოლოგიები ფეხბურთის მთავარი მტერია

AutoSharing Option
"ბირმინგემის" მთავარმა მწვრთნელმა უეინ რუნიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ფეხბურთის მთავარი მტერია.

"ჩემს ფეხბურთელებს კომუნიკაციის აუცილებლობაზე ხშირად ვესაუბრები, თუმცა ეს სხვა გუნდებშიც ხდება, თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოთამაშეები ერთმანეთს დააშორა. გასახდელში ხშირად სიჩუმეა, რაც მოედანზე აუცილებლად აისახება.

ადამიანები მობილურებში, სოციალურ ქსელებში უდიდეს დროს ატარებენ, იმის ნაცვლად, რომ სათქმელი პირისპირ გაცვალონ. რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ფეხბურთში ვითარება უარესობისკენ შეიცვალა, ეს ეჭვგარეშეა. თანამედროვე ტექნოლოგიები ფეხბურთის მთავარი მტერია.

მაგალითად, თუ მცველი ხარ, ნახევარმცველებს მითითებები უნდა მისცე, წავიდნენ ბურთისკენ, იმოძრაონ მარჯვნივ ან მარცხნივ,
ნახევარმცველებმა შემტევებს იგივე მითითებები უნდა მისცენ", - განაცხადა რუნიმ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით


altრუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ყველაზე კარგი და ცუდი თანაგუნდელები დაასახელა

altუეინ რუნი "დი სი იუნაიტედს" აღარ გაწვრთნის

alt"ყოველ ჯერზე იგივე ხდება" - კროოსმა რუნის უპასუხა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთს ვინ ჩივის ოჯახებში ერთმანეთის გაცნობას შუქის იძულებით გამორთვის მერე იწყებენ და "უი შვილიშვილიც კი გვყოლიაო"...:)
საბა
22:53 10-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული