მესი: 10 ნომერზე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი მახსენდება

AutoSharing Option
ლიონელ მესიმ ჟურნალისტებთან ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო 10-იანის შესახებ ისაუბრა.

"ლა პულგას" თქმით, მთელი არგენტინისთვის საუკეთესო 10 ნომერი დიეგო მარადონაა.

"ჩვენთვის, არგენტინელებისთვის, ეს ნომერი განსაკუთრებულია, რადგან 10-იანზე საუბრისას მუდამ მარადონა გახსენდება.

ვისაც მისი თამაში ნანახი გვაქვს, ყველანი ვვოცნებობდით, რომ მარადონას მსგავსად გვეთამაშა.

დიეგოს ბევრი თამაში არ მახსოვს, რადგან პატარა ვიყავი, თუმცა მისი უამრავი ვიდეო მაქვს ნანახი, მისი სიყვარული თაობიდან თაობას გადაეცემა, ცხადია, ჩემმა შვილებმა მასზე ბევრი იციან", - განაცხადა მესიმ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე,სადაც არგენტინა პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი,გუნდის ნამდვილი ლიდერი,მარი კემპესი იყო,რომელიც საუკეთესო ფეხბურზტელი და ბომბარდირიც გახდა,მართლაც საოცრად ითამაშა და მგონი ნახევარფინალში,მათ ცარიელ კარში ცხრიანში დარტყმული ბურთი,საოცარი ნახტომით,ხელებით მოიგერია.პენალტი,მეკარემ მოიგერია და არგენტინამაც გაიმარჯვა.ჰოდა ასეთი ფეხბურთელის პატრონ არგენტინელებს,მასზე მეტად ბერტონი უყვარდათ და მოსწონდათ.რატომ,იმიტომ რომ ბერტონი,დაღუნავდა თავს და პირდაპირ დრიბლინგით გარბოდა მეტოქის კარისაკენ.ერთი მცველი,ორი,სამი,მნიშვნელობა არ ჰქონდა...მიდიოდა და სცდებოდა კიდეც!სწორედ ამის გამო უყვარდათ,უფრო მეტად ბერტონი,ვიდრე ჩემპიონატის გმირი,მარიო კემპესი.იმ ჩემპიონატში,მწვრთნელმა მენოტიმ,მარადონა,სათამაშო დონით იმსახურებდა,მაგრამ ნაკრებში არ წაიყვანა,ჯერ ძალიან პატარაა და ფსიქოლოგიურ დატვირთვას ვერ გაუძლებსო.მომდევნო,1982 წლის ჩემპიონატში,მარადონა უკვე თამაშობდა,თუმცა ბრაზილიელებთან მატჩში,მეტოქეზე გაშლილი წიხლით წავიდა და გააძევეს.ვერც მაგ მსოფლიოს გაუძლო,ფსიქოლოგიურად და მხოლოდ 1986 წელს გახდა,გუნდის ნამდვილი ძრავა და ბელადი,მსოფლიოს ჩემპიონობამდე რომ მიიყვანა,არგენტინა.მარადონაც ბერტონივით უშიშრად მიდიოდა მეტოქეზე და სწორედ ამიტომაც გახდა განუმეორებელი,ყველა არგენტინელისათვის.მათთვის ასეთი ფეხბურთია,ნამდვილი ფეხბურთი.რაც მარადონაზე დავწერე,ეს ჩვენთვისაც გასათვალისწინებელია,რადგან ამ თაობის აღიარებული ლიდერი,ხვიჩა კვარაცხელია,ჯერაც არსებითად პატარა ბიჭია და მთელი პასუხისმგებლობის მასზე დაკისრება,მისთვის ძალიან მძიმე,გამსრესავი ტვირთი შეიძლება აღმოჩნდეს.მარადონას ძალიან უნდოდა გამარჯვება და ამიტომ ვეღარ გაუძლო,ხვიჩასაც ძალიან უჭირს,ლიდერის ტვირთი და ამიტომ ვერ ამჟღავნებს საუკეთესო თვისებებს.ჩვენ თუ ზეწოლა გავზარდეთ,კიდევ უფრო გაუჭირდება და ამით,ნაკრები დაზარალდება.ამიტომ,მასთან და ნაკრებში გამოძახებულ ახალგაზრდა ბიჭებთან,მეტი სიფრთხილე გვმართებს.წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი,დაუნდობელი კრიტიკა,შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს ზოგიერთი მათგანისათვის და ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს,მისგან ვეღარ გამოაღწიოს.კვლავ წარუმატებლობის შიში,სპორტსმენის თავდაჯერებულობაზე დამანგრევლად მოქმედებს,ჩვენ კი,ტრავმაზე ტრავმას ვუმატებთ ხოლმე.შარშან,მამარდამ ძალიან კარგადდაიწყო,ვალენსიაში,მაგრამ შემდეგ რეალთან თამაში ჩაუვარდა და სათადარიგოში გადაიყვანეს.გოჩოლეიშვილმაც ცუდად ითამაშა,ესპანეთთან და ისიც სკამზე დასვეს.ორივე გონზე მოვიდა,გააანალიზა ყველაფერი და შესანიშნავად დაბრუნდა.კაშიამ და კვირკველიამაც ჩააგდეს,ის თამაში,მაგრამ მეტი გამოცდილება აქვთ და ავად თუ კარგად,გადაიტანეს,ის უმძიმესი ნოკაუტი.ეს არის გამოცდილება.იმედი ვიქონიოთ,რომ ამ ჯერზე,ყველაფერი უკეთესად იქნება,თუმცა კიტეიშვილი აუნაზღაურებელი დანაკლისი მგონია,ჩვენთვის.ალბათ ჩაკვეს მიანდობს სანიოლი,ნაწილობრივ მაინც მისი პოზიციის გადაფარვას.ძალიან მინდა, შოტლანდიელებს ჩავაღუნინოთ თავები.ალბათ თქვენც და ბიჭებსაც.სწორედ ამას ვუსურვებ,საქართველოს ნაკრებს.მერე კი,ესპანეთთანაც კარგ თამაშს,საკუთარი თავის პატივისცემას რომ დაგვიბრუნებს.იმედია გამოგვივა.
სოსო
20:43 10-11-2023
0
ნეტა რონალდუ თუ იტყოდა პორტუგალიაში 7 ნომერზე ფიგუ გვახსენდებაო.DDDD ან გოლების მანქანა პორტუგალიელზე ეუსებიოო.DDDD
ეეე
13:14 11-11-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული