მოჰამედ სალაჰი კი თურმე აჭარულ ხაჭაპურზე ჭკუას კარგავს. ერთხელ თურმე ისე დაუკარგავს, რომ სეზონის ბოლომდე ეძებდა და ვერ პოულობდა, სულ ბოლოს კი ქობულეთის პლიაჟზე უპოვია უპატრონო ძაღლს, ძვალი გონებია და დაუხრავს. დარბის ახლა საწყალი მოჰამედი მრავალი ქართველის მსგავსად და აზრზე ვერ მოდის რომელია მტრის კარი, საით უნდა დაარტყას ისე, რომ ავტოგოლი არ გამოუვიდეს, ან კიდევ ორი ავტოგოლი.