"ვიცი, რომ ოსიმენი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს" - ჯონ ობი მიკელმა თანამემამულის კარიერა იწინასწარმეტყველა

AutoSharing Option
"ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯონ ობი მიკელმა თანამემამულე ვიქტორ ოსიმენის შესახებ Obionepodcast-ში ისაუბრა.

მიკელის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ოსიმენი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს.

"ნამდვილად ვიცი, რომ შემდეგ სეზონში კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს. ამ გარიგებაში ჩართული პირადად ვიქნები და ტრანსფერის წარმატებით დახურვას ხელს შევუწყობ.

ჩვენ, "ლურჯები", დროგბას შემდეგ შენ მსგავს ფორვარდზე ვოცნებობთ", - განაცხადა ობი მიკელმა.

შეგახსენებთ, ნიგერიელი ნახევარმცველი "ჩელსის" ღირსებას 2006/17 წლებში იცავდა და ამ გუნდის მაისურით 249 მატჩი გამართა.

altოსიმენის მოედანზე დაბრუნების თარიღი ცნობილია

alt"თქვენით ვამაყობთ" - როგორ გამოეხმაურა "ნაპოლი" "ოქროს ბურთის"

დაჯილდოების შემდეგ კვარაცხელიასა და ოსიმენის წარმატებას

alt"ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალში კვარაცხელია და ოსიმენი მიიღებენ მონაწილეობას

მკითხველის კომენტარები / 1 /
წილში გინდა გაიჩითო ობი ტრანსფერიდან?!
Kvekeskiri
00:45 14-11-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული