
გამოცემა მაცარისა და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მოლაპარაკების დეტალებზე წერს.
"მაცარიმ დე ლაურენტისს უთხრა, რომ სპალეტის "ნაპოლის" თამაში ზეპირად აქვს შესწავლილი და მისი გუნდი კვლავ 4-3-3 სისტემით თამაშს გააგრძელებს.
თავის მხრივ, კლუბის პრეზიდენტი მთავარ მწვრთნელს დაჰპირდა, რომ "კასტელ ვოლტურნოზე" ხშირად იქნება და გუნდის ვარჯიშებს დააკვირდება.
შეგახსენებთ, მაცარის დებიუტი "ნაპოლიში" დაბრუნების შემდეგ 25 ნოემბერს, "ატალანტასთან" შედგება.