მესიმ, ვისთან ერთადაც უმუშავია, საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ვისთან ერთადაც უმუშავია, მათ შორის "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელი თავკაცი პეპ გვარდიოლა საუკეთესოა.

"პეპი ჩემი კარიერის საუკეთესო მწვრთნელია. ყოველი თამაშისთვის განსაკუთრებულად ემზადება, მოთამაშეებთან ურთიერთობს, ტაქტიკაზე საუბრობს.

ფანტასტიკურია ის, რაც გვარდიოლამ ფეხბურთში გააკეთა. მან სპორტის ეს სახეობა მთელ მსოფლიოში შეცვალა.

ეს, ერთი მხრივ, პეპის ზიანიც კი არის. ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს გვარდიოლას სტილის კოპირებას, იმის ნაცვლად, რომ გამოიგონოს საკუთარი ტაქტიკა", - ციტირებს მესის Globo.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გვარდიოლა არ ვიცი, მაგრამ შენ რო საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, ეგ კი ვიცი ნაღდად!
ზურა
17:58 16-11-2023
2
ფერგიუსონის შემდეგ, ანჩელოტია საუკეთესო, თუმცა მათთან არ გიმუშავია და არ იცი
დავით 67
17:08 16-11-2023
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული