გავიმ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა - ესპანელისთვის სეზონი დასრულებულია

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ესპანეთმა საქართველოს ნაკრები 3:1 დაამარცხა.

"ფურია როხას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა გავიმ ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.

ესპანური მედიის ცნობით, პირველადი გამოკვლევებით დადგინდა, რომ მან ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მინიმუმ 8 თვით იუქმებს. ამრიგად, გავისთვის სეზონი დასრულებულია.

შეძლებს თუ არა 19 წლის ნახევარმცველი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, პრესის ინფორმაციით, ამის შანსიც ძალიან მცირეა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლოჩოს ბრალი რამდენად იყო?ვინც ფეხბურთი იცის საერთოდ არ იყო.. უბრალოდ ცუდი დამთხვევა გამოვიდა.. ლოჩოს რო არ მიერტყა ფეხი ეგ მომენტიც შეიძლება აღარ მომხდარიყო.. ნუ ბებიას რო კვერცხები ქონოდა ბაბბუა იქნებოდას პონტია.. გავი მაგარი ბიჭია პატარაა უცბად მოყოჩაღდება!
Vito
23:21 21-11-2023
0
ვინც უყურა ყველამ ნახა, თვითონ წაიქცა. თამაშგარედან გამოვარდა და უცნაურად ახტა. ნახეთ გამეორება.
პ.ს. ჩვენ ბოდიშს რატომ არავინ გვიხდის? ჯერ გოლის მერე, გავის მაიკა გვაჩვენეს, ნიშნის მოგებით და შემდეგ ლოჩოშვილს შეურაცყოფა მიაყენეს.
ვერგავიგე
17:06 20-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული