"ნაპოლი" "რეალის" ფეხბურთელის დამატებას შეეცდება

AutoSharing Option
"ნაპოლი" "რეალის" ცენტრალური მცველის, ნაჩო ფერნანდესის გადაბირებას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას Todofichajes-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური მცველის შეძენა სურს, გამოცდილ ესპანელ მცველს კი სეზონის ბოლოს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი ეწურება, რომელიც დიდი ალბათობით, აღარ გაგრძელდება.

ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა ნაჩოს "ნაპოლიში" გადაბარგება.

შეგახსენებთ, ფერნანდესი "რეალის" აღზრდილია. იგი "ბლანკოსის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთწლიან კონტრაქტს დაუდებს პერესი, ამ ეტაპზე ცენტრალური მცველის ყიდვას არ აპირებენ, ნაჩო კი სარეზერვო ვარიანტად ჩინებულია
მამუკა
17:37 20-11-2023
0
ნაჩოს ვინც ადიდებთ ალბათ რეალის ფანები ხართ.მეღიმება,იცი რატო ნაჩო თუ იკადრებს ნაპოლისო.საქმე ისაა დავიჯერო ისე დაეცა ნაპოლი ბებერ ნაჩოს მიადგება
კინგი
15:29 20-11-2023
27

სიახლეები პოპულარული