თურქეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა არდა თურანმა მთელი თანხა დაკარგა, რაც კარიერის მანძილზე დააგროვა.
36 წლის თურანი საინვესტიციო თაღლითობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, მთელი დანაზოგი მას შემდეგ დაკარგა, რაც საინვესტიციო მრჩეველმა დააღალატა.
"მან მომატყუა, მითხრა, რომ ფულს ამ ფონდში ჩადებდა და დიდ მოგებას ვნახავდი. 13 მილიონზე მეტი მივეცი", - განაცხადა თურანმა სტამბოლის ერთ-ერთი ბანკის დირექტორის, სესილე ერზანეს შესახებ.
საინვესტიციო თაღლითობის მსხვერპლი აგრეთვე "გალათასარაის" ურუგვაელი მეკარე ფერნანდო მუსლერა გახდა.