ლონდონის "არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ესპანელი მეკარის, დავიდ რაიას ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "მეთოფეები" 28 წლის მეკარის სანაცვლოდ "ბრენტფორდს" 27 მილიონ ევროს გადაუხდის.
შეგახსენებთ, "არსენალმა" რაია გასულ ზაფხულს იჯარის წესით დაიმატა და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრიც გახდა.