რაფაელ ვარანს "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურ მცველს, რაფაელ ვარანს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის შეცვლა სურს, ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ფრანგი მცველი მცირე სათამაშო დროითა და კლუბში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა და "მანკუნიანელებიც" მის გასხვისებაზე უარს არ იტყვიან.

"წითელ ეშმაკებს" ვარანის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს მიღება სურთ. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ცენტრალური მცველი.

შეგახსენებთ, რაფას "იუნაიტედთან" მიმდინარე კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს.

altოფიციალურად: ვარანი "მანჩესტერის" ფეხბურთელია

altვარანი "სიტისთან" მატჩზე: "რეალს" კარგი გუნდის წინააღმდეგ რთული მატჩი ელოდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული