"სამწუხაროდ, წელს შანსი არ გვაქვს" - ფედელემ გაამხილა, რომელ გუნდს გულშემატკივრობს

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. იტალიელმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მის საყვარელ გუნდს სკუდეტოს მოგების შანსი არ აქვს.

"სამწუხაროდ, წელს ჩემს საყვარელ გუნდს სკუდეტოს მოგების შანსი არ აქვს. მეტიც, "ნაპოლის" ჩემპიონობის შანსი მილიონში ერთია. სხვებსაც ვურჩევდი, რომ ამაზე ოცნებას თავი გაანებონ. მაცარიმ რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოიპოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონის ბოლოს დაგვემშვიდობება.

იესპერ ლინდსტრომის ტრავმა პრობლემაა, დე ლაურენტისმა დანიელი გარემარბის პოზიციის გასაძლიერებლად იყიდა, თუმცა ის ნახევარმცველია", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ,
"ნაპოლი" სერია A-ს მორიგი ტურის მატჩს ხვალ, "ატალანტას" წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

alt"მაცარიმ მწვრთნელობის არაფერი იცის, თუმცა ოჯახის ექიმივითაა" - ფედელემ "ნაპოლის" ახალ დამრიგებელზე ისაუბრა

alt"ასე არ შეიძლება" - ფედელემ კვარაცხელიაზე ისაუბრა

altფედელე: გარსია "კვარას" განტევების ვაცად იყენებს და ინტელექტის დეფიციტი აქვს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული