"ძალიან ბევრს ვთამაშობთ, საფრთხეში ვართ" - კუნდემ მატჩების რაოდენობა გააპროტესტა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ჟულეს კუნდემ CliqueTV-სთან ინტერვიუში ფეხბურთელების გადატვირთული გრაფიკის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მოთამაშეები საფრთხეში არიან, რადგან სეზონის განმავლობაში უამრავი მატჩის ჩატარება უწევთ.

"უამრავი მატჩია, ტემპი უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. შედეგიც სახეზეა, წელს უამრავი ფეხბურთელია ტრავმირებული.

ეს ყველაფერი ძალიან საშიში ხდება და არავინ გვიცავს.

როდესაც ამ პრობლემას ვაპროტესტებთ, ზოგიერთი ადამიანი იძახის, რომ მატჩების რაოდენობა ადრეც ძალიან ბევრი იყო. თუ ეს სიმართლეა, სულაც არ ნიშნავს, რომ კარგია.

ამ საკითხზე მსჯელობა უნდა შედგეს და ჩვენი უფლებები დაიცვან", - განაცხადა კუნდემ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნამდვილად ასეა და ფეხბურთელებს ზეგადატვირთული გრაფიკებით უწევთ თამაში, თუმცა ეს ძირითადად ნაკრების წევრ და ძლიერი კლუბების ფეხბურთელებს ეხებათ. ასეთებს კი ანაზღაურებაც შესაბამისი აქვთ. ნაკლები თამაში თუ ექნებათ ნაკლებსაც გადაუხდიან, მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობენ!
Irakli
19:53 24-11-2023
0
ძაან რთული საკითხია. ერთის მხრივ სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, მესმის ფეხბურთელების, რომ არ შეიძლება ასეთი დატვირთვით კვირაში 3 თამაში პლიუს ვარჯიშები. მარა რა გინდა რო ქნა? ჩემპიონთა ლიგას ვერ გააუქმებ და მაშინ 20 გუნდიანი ჩემპიონატების მაგივრად 16 გუნდიანი უნდა გააკეთო ეგ უკვე ფიფას კი არა შენი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია. ესე გაგრძელებაც არ შეიძლება, ფეხბურთელებმა და გრანდების სპორტულმა დირექტორებმა ერთად ხმა თუ არ ამოიღეს ისე ამ საქმეს არ ეშველება. სპორტალ გე ჩვენ რითი დავეხმაროთ?
გივი
17:00 24-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული