"მონეგასკელთა" ფორვარდმა ფოლარინ ბალოგუნმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მეტოქე მათზე უკეთესი სულაც არ ყოფილა.
"როდესაც ასეთი ანგარიშით მარცხდები, რთულია, რომ რაიმე პოზიტიურზე ისაუბრო. პირველი ტაიმის განმავლობაში არაერთი სახიფათო მომენტი შევქმენით. პსჟ შესანიშნავი გუნდია, თუმცა გოლები საკუთარი შეცდომების გამო გავუშვით.
არ ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენზე ძლიერები იყვნენ, უბრალოდ საკუთარი შანსები გამოიყენეს", - განაცხადა ბალოგუნმა.
შეგახსენებთ, ამერიკელი ფეხბურთელი "მონაკოს" გასულ ზაფხულს, ლონდონის "არსენალიდან" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ
მომზადებულია Sports-ის მიხედვით