"ბარსელონა" ფელიქსის "ატლეტიკოდან" გამოსყიდვას არ გეგმავს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ჟოაო ფელიქსის "ატლეტიკოდან" გამოსყიდვას არ გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას El Chiringuito ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" პორტუგალიელის კიდევ ერთი წლით იჯარით დატოვებასა და შემდგომ 20-30 მილიონად გამოსყიდვას ეცდება.

დიდი ალბათობით, "ატლეტიკო" ამ წინადადებას არ დათანხმდება, რადგან 24 წლის შემტევის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ფელიქსმა "ბარსელონას" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 14 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ბარსელონაში" თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი" - ჟოაო

ფელიქსი

alt"ტოპ ფეხბურთელია, ძალიან მომწონს მისი..." - ჟოაო ფელიქსი კვარაცხელიათი აღფრთოვანებულია
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული