"იუნაიტედი" ვარანის შემცვლელს ლიგა 1-დან დაიმატებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ნიცას" ცენტრალური მცველის ჟან-კლერ ტოდიბოს შეძენას შეეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ერიკ ტენ ჰაგი ტოდიბოში ვარანის იდეალურ შემცვლელს ხედავს, მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი, დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "წითელ ეშმაკებს" დატოვებს.

ტოდიბოს შეძენა "იუნაიტედს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც სურდა, თუმცა კლუბებს შორის შეთანხმება არ შედგა.

23 წლის მცველი "ნიცამ" "ბარსელონადან" დაიმატა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული