მოურინიო და ევროპა სრულდება? - ჟოზემ შესაძლოა, ნაკრები ჩაიბაროს

AutoSharing Option
UOL-ის ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს.

პორტუგალიელს "ჯალოროსისთან" შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და მისი სურვილია, რომ "სელესაო" მუნდიალზე გაწვრთნას.

მოგეხსენებათ, აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონთა ახალი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი გახდებოდა, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ იტალიელი მადრიდის "რეალთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა მაგის პასუხია და ამდენი ხანია ვარკვევ, ეს წითელი საღებავი რისი ნიშანია, წინა ტურში ყველას რომ ესვა?
ბესო
23:38 29-11-2023
0
რა ვი, ენის ბარიერს თუ გადალახავს, შეიძლება შედეგიც დადოს... :)
გიო
14:08 28-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული