"ბაიერნი" არაუხოს შეძენას ეცდება

AutoSharing Option
"ბაიერნი" "ბარსელონას" ცენტრალური მცველის, რონალდ არაუხოს შეძენას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ურუგვაელი ფეხბურთელის ტრანსფერს პირადად "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა არაუხოს კარიერის ბუნდესლიგაში გაგრძელება, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება, რადგან ხავის მოთამაშესთან განშორება არ სურს.

შეგახსენებთ, "ბარსელონამ" არაუხო 2018 წელს, "ბოსტონ რივერიდან" შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული