14:00 05-12-2023
ის, რასაც ყველა ელოდა - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს აურელიო დე ლაურენტისი და ლუჩანო სპალეტი [VIDEO]
AutoSharing Option
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო გუნდის პრიზი ქვეყნის ჩემპიონ "ნაპოლის" გადაეცა. ჯილდო გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჩაიბარა.
დაჯილდოებას ესწრებოდა ლუჩანო სპალეტიც. მოგეხსენებათ, იტალიურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დე ლაურენტისსა და სპალეტის შორის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი და ტოსკანელმა "პარტენოპეი" გასული სეზონის ბოლოს სწორედ ამის გამო დატოვა.
როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ჭორი აღმოჩნდა, რადგან კლუბის პრეზიდენტმა და ყოფილმა მწვრთნელმა ერთმანეთი თბილად მოიკითხეს.
"გასული სეზონი ჩვენთვის დაუჯერებლად კარგი გამოვიდა, რადგან ავიხდინეთ ოცნება, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ველოდებოდით. რა თქმა უნდა, ამაში სპალეტის უდიდესი წვლილი მიუძღვის", - განაცხადა დე ლაურენტისმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სპალეტი აშკარად არ აპირებდა იმ წუწურაქთან ლაპარაკს. ის შეეტენა.
3
0
მე ვერ დავინახე გულთბილი შეხვედრა. 1-2 სიტყვა ზრდილობის გულისთვის უთხრა და სულ ეგ იყო
8
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული