ის, რასაც ყველა ელოდა - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს აურელიო დე ლაურენტისი და ლუჩანო სპალეტი [VIDEO]
AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
Caption Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
AUTO PLAY
გუშინ, 4 დეკემბერს, ქალაქ მილანში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ გასული სეზონის სერია A-ს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო გუნდის პრიზი ქვეყნის ჩემპიონ "ნაპოლის" გადაეცა. ჯილდო გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჩაიბარა.
დაჯილდოებას ესწრებოდა ლუჩანო სპალეტიც. მოგეხსენებათ, იტალიურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დე ლაურენტისსა და სპალეტის შორის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი და ტოსკანელმა "პარტენოპეი" გასული სეზონის ბოლოს სწორედ ამის გამო დატოვა.
როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ჭორი აღმოჩნდა, რადგან კლუბის პრეზიდენტმა და ყოფილმა მწვრთნელმა ერთმანეთი თბილად მოიკითხეს.
"გასული სეზონი ჩვენთვის დაუჯერებლად კარგი გამოვიდა, რადგან ავიხდინეთ ოცნება, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ველოდებოდით. რა თქმა უნდა, ამაში სპალეტის უდიდესი წვლილი მიუძღვის", - განაცხადა დე ლაურენტისმა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.