"ბაიერნის" განაპირა მცველი ალფონსო დევისი "რეკორდმაისტერისგან" ხელფასის სახით წელიწადში 15 მილიონ ევროს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Diario AS-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მიუნხენელები კანადელი ფეხბურთელის ამ წინადადების დაკმაყოფილებას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, დევისს "ბაიერნთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება.