"ადანა დემირსპორის" ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ და "ნაპოლის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა ერთად ისადილეს. ამის შესახებ Il Mattino იტყობინება.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. გამოცემის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაც ვიქტორ ოსიმენის მომავალი გახლდათ. მარიო მას პრემიერლიგის შესახებ ესაუბრა და ურჩია, რომ ძალები ინგლისის ჩემპიონატშიც მოსინჯოს.
![ბალოტელი ოსიმენს ესაუბრა და მომავალთან დაკავშირებით რჩევა მისცა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/d6f33913e38e441d36d921ccb49dbdb0.jpg)
შეგახსენებთ, ბალოტელი პრემიერლიგაში 2010/2013 წლებში "მანჩესტერ სიტიში" ასპარეზობდა, 2014/2016 წლებში კი "ლივერპულის" ღირსებას იცავდა.
ვის მისცეს ხმა კალჩოს ვარსკვლავებმა სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე? - ოსიმენის მოულოდნელი პასუხით ყველა გაოცდა [VIDEO]
დაჯილდოება მილანში: ოსიმენი - საუკეთესო ფეხბურთელი; კვარაცხელია - საუკეთესო გოლის ავტორი; "ნაპოლი" - საუკეთესო გუნდი [VIDEO]