"მანჩესტერ იუნაიტედს" ზამთარში 3 ფეხბურთელის გაყიდვა სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჯეიდონ სანჩოს, რაფა ვარანისა და კაზემიროს გაყიდვას შეეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტენ ჰაგი კაზემიროს ხშირი ტრავმიანობით უკმაყოფილოა და თვლის, რომ ბრაზილიელი ზედმეტად მაღალ ხელფასს იღებს, ვარანი მეტ სათამაშო დროს ითხოვს და ფრანგს "მანკუნიანელთა" დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სანჩოსა და ნიდერლანდელი სპეციალისტის კონფლიქტი კი უკვე ყველასთვის ცნობილია.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული