"ერთ მატჩსაც კი ვეღარ ვიგებთ" - გვარდიოლა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან მისი გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებელი გამოსვლის შესახებ ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, ეს ყველაფერი ზედმეტმა თავდაჯერებულობამ გამოიწვია.

"ადრე ვფიქრობდით, რომ ძალიან კარგები ვიყავით, ეს პერიოდი ჩემთვის გამოწვევაა, რათა საკუთარ თავს დავუმტკიცო თუ რა კარგი მწვრთნელი ვარ, ერთ მატჩსაც კი ვეღარ ვიგებთ, სიტუაცია მალე უნდა გამოვასწოროთ", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული