გაუტკბა პრეზიდენტობა - ჩეფერინმა პუტინის გზა აირჩია

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიბაძვას და ორგანიზაციის წესდებაში ცვლილების შეტანას აპირებს, რომლის მიხედვით, მეოთხედ ექნება პოსტზე კენჭისყრის შესაძლებლობა, - იტყობინება "დეილი მეილი".

ჩეფერინი უეფას პრეზიდენტი პირველად 2016 წელს, მიშელ პლატინის გადაყენების შემდეგ გახდა. მერე კიდევ ორჯერ აირჩიეს. პოსტი 2027 წლამდე გარანტირებული აქვს, მაგრამ თადარიგს აქედანვე იჭერს და თუ პარიზში ჩასატარებელ კონგრესზე მის ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, შეიძლება კიდევ ერთხელ გახდეს პრეზიდენტი - 2031 წლამდე.

გამოცემის ცნობით, ჩეფერინი გეგმის შემუშავებაზე თავის მოკავშირეებთან ერთად უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს და
კონგრესზე ორგანიზაციის წევრი ასოციაციების მხარდაჭერის იმედი აქვს.

ცვლილებების წინააღმდეგ გაილაშქრა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა დირექტორმა დევიდ გილმა, რომელიც უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. მან განაცხადა, რომ წესდებაში შეთავაზებული ცვლილებები არადემოკრატიულია და ფეხბურთის ინტერესებს არ ემსახურება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული