"ნაპოლის" ფანები ოსიმენის ახალ კონტრაქტს აპროტესტებენ

AutoSharing Option
"ნაპოლის" გულშემატკივრები ოსიმენის ახალი კონტრაქტით უკმაყოფილოები არიან, საქმე იმაში გახლავთ, რომ ნიგერიელის ახალ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი იქნება შეტანილი.

ნებისმიერი გუნდი, რომელიც ოსიმენის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს გადაიხდის, არჩევანი მხოლოდ ფეხბურთელის გასაკეთებელი იქნება და დე ლაურენტისი მოლაპარაკებებში ვერ ჩაერევა.

"ჩელსი" ვიქტორის გადაბირებით ძალიან არის დაინტერესებული, Sky Italia-ს ცნობით, ლონდონელთა თავკაცი მაურისიო პოჩეტინო მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე ითხოვს.

ტრანსფერის შანსს ზრდის ის ფაქტიც, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი "ჩელსის" დიდი გულშემატკივარია, მისი საყვარელი ფეხბურთელი კი დიდიე დროგბა გახლავთ.

შეგახსენებთ, იტალიური მედიის ცნობით, ოსიმენი
"ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს სულ რამდენიმე დღეში გააფორმებს.

altდე ლაურენტისი ოსიმენის აგენტს შეხვდა

altმაცარი: ოსიმენი და კვარაცხელია ფუნდამენტური მნიშვნელობის არიან

altოსიმენის გადასაბირებლად "ჩელსის" სახელფასო განაკვეთის გადახედვა მოუწევს

მკითხველის კომენტარები / 5 /
აი რას ნიშნავს ნორმალური აგენტი რომ გყავს და არამშიშარა ახლობლების წრე ! გახსოვთ რა მადლობებს უხდიდნენ ჯუღელი და ხვიჩას საახლობლო ლაურენტისს და ლამის ანგელოზად წარმოგვიდგინეს @@ არადა სუფთა სპეკულიანტი ნაბ...ია და აშკარად მასხრად იგდებს ხვიჩას სასაცილო კონრტაქტით @ ოსიმენის საახლობლომ (იმის მიუხედავად რომ აფრიკელები არიან) მშვენივრად იციან ევროპული წეს-ჩვეულებები და საქმე საქმეზე რომ მივიდეს თავისუფლად მოუგებენ ლაურას ორივე სასამართლოს -სტრასბურის ადამიანთა უფლებების(ფეხბურთელიც ადამიანია!!!) და ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოსაც ! იმიტომ რომ მაგალითად ლონდონის სასმართლოს პუნქტში დევს მუხლი -- საწარმოს მუშის ან მოსამსახურის (ამ შემთხვევაში გუნდის ფეხბურთელის) და დამქირავებელ მენეჯარს შორის სადაც გასაგებად არის ჩაწერილი--მენეჯერმა თავის დაქირავებულ მუშას უნდა გადაუხადოს ისეთი ხელფასი-პრემია-ბონუსი იმ სამუშაოს შესაფერისი რასაც ასრულებს ის დაქირავებული (და იქ მოყვანილია კვირაში რამდენი საათი მუშაობს სხვა დაქირავებულებთან შედარებით მეტს თუ ნაკლებს და ასე შემდეგ) და აი მარტო ამ მუხლის მიხედვით კვარას ადვოკატები 100% მოუგებენ ლაურას ორივე სასამართლოში თუმცა მარტო ლონდონის საარბიტრაჟოს გადაწყვეტილებაც 100% კვარას სასარგებლოდ რომ იქნება იმიტომ რომ ყველანაირი გამოძიების და მოწმეების გარეშეც ჩანს რომ კვარას სულ ცოტა 5 თანაგუნდელზე აშკარად დისკრიმინაციული კონტრაქტი და ანაზღაურება აქვს როგორც სამუშაო (სათამაშო) საათებით ასევე შრომის ეფექტურობით (გოლს+პაასი) და იმ ხვიჩას სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების მერე კვარას ხელში იქნება ყველაფერი--ან ხელფასის მინიმუმ 10 მილიონამდე გაზრდის მოთხოვნა ან კონტრაქტის დარღვევა და ეს მეორე იქნება უკეთესი იმიტომ რომ ლაურასაც მოშორდება და იმ უმადურ ნეაპოლლელებსაც ხვიჩას ფეხების მომტვრევას რომ სთხოვდნენ მეტოქეებს @@ მოკლედ კვარამ ან ახალი აგენტი უნდა აიყვანოს (ჯუღელი რაღაცა საეჭვოდ დვიჟენიობს ლაურასთან@) ან საკითხი დაუყენოს რომ წესიერად მოიქცეს და დაიცვას კვარას და არა თავის ინტერესები !
zura222
20:49 16-12-2023
2
ნაპოლი როგორც ხვიჩასთვის ოსიმენისთვისაც ტრამპლინი იყო!არ მგონია თუ გამოისყიდა ვინმემ დარჩეს ოსიმენი ნაპოლიში.გუნდში სადაც ჯანსაღი სიტუაცია არარის.მწვრთნელს სეზონში რამოდენიმეჯერ ცვლიან .მიღწევებზე საუბარი ზედმეტია!კვარას ნათქვამი აქ თუ გადავიდა იტალიაში არ ითამაშებს.მე ვისურვებდი ძლიერ გრანდს.მან თავისი დაამტკიცა! იმედია მალე დატოვებს ნაპოლის.სირცხვილია ყველაზე გაგრის თადარიგის ფეხბურთელს ნაპოლის მეტი ხელფასი აქ ვიდრე ხვიჩას.დელაურენტისი ბებერი ვირთხა მაფიოზაა) თუ არ შეაჯანჯღარე არც მოუმატებს, მაგრამ მირჩევნია გადავიდეს მაინც. იდეალური ვარიანტი დღეს მსოფლიოში ყველაზე სტაბილური გუნდი რეალია და თუ არადა ბავარიაზე ნაკლებში რო მაინც არ გადასულიყოს)და კიდევ დაანებოთ ამ ხვიჩას თავი პატარა ბიჭისგან იმდენს მოვითხოვთ,იმდენი პროგნოზებია თან ისეთი რო ახლოსაც ვერ არტყავენ) მშვენივრად მიდის და აკეთებს თავის სასერთიფიკაციო მცველი უნდა თავის კრაიზე,რომ ყველას საქმე არ აკეთოს და ნახეთ როგორ მოუმატებს.მეტი რა ქნას სამი კაცი დასდევს მარა ისეთი ჯოგი გუნდი დარჩა რო ვერ იყენებენ ამას და ხვიჩამ რა ქნას?!)მისგან ერთ ერთი უდიდესი ფეხბურთელი დადგება. თავის ისტორია უკვე შექმნა მარა ჯერ სადა ხართ აწი ნახეთ!და კიდევ იმიტომ არა რო ქართველია გუნდისთვის ხვიჩა უფრო დასაფლავებული ფეხბურთელია ვიდრე ოსიმენი. ოსიმენის ნაირი თავდასხმელები ბევრია.გარემარბი უქმნის პირობას და გააქ.გახსივთ ეტოო?დიდი არაფერი თავდასხმელი იყო მარა გაჰქონდა.იმიტომ რომ თამაშში 30 მომენტს მაინც უქმნიდნენ)
მ.გ.
18:26 16-12-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული