"ნაპოლის" ფანები ოსიმენის ახალ კონტრაქტს აპროტესტებენ

AutoSharing Option
"ნაპოლის" გულშემატკივრები ოსიმენის ახალი კონტრაქტით უკმაყოფილოები არიან, საქმე იმაში გახლავთ, რომ ნიგერიელის ახალ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი იქნება შეტანილი.

ნებისმიერი გუნდი, რომელიც ოსიმენის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს გადაიხდის, არჩევანი მხოლოდ ფეხბურთელის გასაკეთებელი იქნება და დე ლაურენტისი მოლაპარაკებებში ვერ ჩაერევა.

"ჩელსი" ვიქტორის გადაბირებით ძალიან არის დაინტერესებული, Sky Italia-ს ცნობით, ლონდონელთა თავკაცი მაურისიო პოჩეტინო მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე ითხოვს.

ტრანსფერის შანსს ზრდის ის ფაქტიც, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი "ჩელსის" დიდი გულშემატკივარია, მისი საყვარელი ფეხბურთელი კი დიდიე დროგბა გახლავთ.

შეგახსენებთ, იტალიური მედიის ცნობით, ოსიმენი
"ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს სულ რამდენიმე დღეში გააფორმებს.

altდე ლაურენტისი ოსიმენის აგენტს შეხვდა

altმაცარი: ოსიმენი და კვარაცხელია ფუნდამენტური მნიშვნელობის არიან

altოსიმენის გადასაბირებლად "ჩელსის" სახელფასო განაკვეთის გადახედვა მოუწევს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნეაპოლელებო!! ხვიჩას კონტრაქტს და მის ანაზღაურებას რატომ არ აპროტესტებთ??!!მაგარი უმადურები ყოფილხართ!!!!!!
გიორგი
12:33 16-12-2023
4
Xvichac unda wavides da amit damtavrdeba napolis saprizo adgilebi.muqtad undat blataoba.poloneli gaeqcat ukve.uyuron mere naxiris tamashebs.kapikebshi undat ligis mogeba. Xvicha gamofxizldi, laurentesi shlis gunds.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული